ჩვენი სკოლის პერსონალი, მათ შორის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და სხვა თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ მეტი
ხელშეკრულების პირობები
1. ტერმინთა განმარტებები
“ელექტრონული ფოსტა” – ელექტრონული საფოსტო მისამართი, რომლის საშუალებითაც ხდება მიმოწერის ორგანიზება;
“მომსახურება” – ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების პროდუქტი, ელექტრონული ბიბლიოთეკა,რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად „შემსრულებელმა“ უნდა მიაწოდოს „დამკვეთს“.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. დამკვეთის მიმართვის საფუძველზე შემსრულებელი იღებს ვალდებულებას , უზრუნველყოს დამკვეთი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების პროდუქტით ,ელექტრონული ბიბლიოთეკით.
3. მომსახურების ხარისხი
3.1. მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ საკომუნიკაციო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა შეიძლება იყოს შემსრულებლის კონტროლისა და შესაძლებლობების მიღმა, და დამოუკიდებლად იყოს სხვადასხვა ინტერნეტპროვაიდერისა და ოპერატორის ტექნიკურ შესაძლებლობებზე.
4. დამკვეთის უფლება-მოვალეობანი:
4.1. დამკვეთი უფლებამოსილია შეხედულებისამებრ ისარგებლოს მომსახურებით დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და გამოიყენოს იგი დანიშნულებისამებრ.
4.2. დამკვეთის მიზეზით მომხდარი ნებისმიერი დაზიანება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის მომსახურების მიწოდების შეფერხება, არ ათავისუფლებს დამკვეთს სავარაუდო მომსახურების ღირებულების გადახდისაგან .
4.3. დამკვეთი ვალდებულია დროულად დაფაროს შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების გადასახადი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
4.4. შემსრულებელს არ ეკისრება რაიმე სახისა თუ ფორმის პასუხისმგებლობა დამკვეთისათვის ან მესამე პირისათვის მიყენებულ მორალურ ან ფინანსურ ზარალზე/ზიანზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ზიანი / ზარალი დადგა შემსრულებლის პირდაპირი ბრალეული მოქმედების შედეგად.
4.5. დამკვეთს უფლება აქვს ისარგებლოს სერვისის უფასო 60 (სამოცი) დღიანი შეჩერების უფლებით 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში.
4.6. დამკვეთს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლია დაუკავშირდეს ტექნიკურ დირექტორს (599 955 722) და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია.
5. შემსრულებლის უფლება-მოვალეობანი:
5.1. შემსრულებელი ვალდებულია გაუწიოს დამკვეთს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ხელშეკრულებაში მითითებული პირობების დაცვით.
5.2. შემსრულებელი ვალებულია აღმოფხვრას დამკვეთთან წარმოშობილი ტექნიკური დაზიანება შეტყობინებიდან 72 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩეროს მომსახურების გადასახადის დარიცხვა.
5.3. შემსრულებელი ვალდებულია უარი განაცხადოს მომსახურების მიწოდებაზე თუ:
♦ მომსახურების მიწოდება შესაძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორს-მაჟორული მოვლენების გამო.
♦ დამკვეთი არ იცავს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს, მათ შორის დროულად არ იხდის მიწოდებული მომსახურების საფასურს.
5.4. შემსრულებელი არ არის ვალდებული დამკვეთის ქმედებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში შეაკეთოს მის სარგებლობაში არსებული პროგრამა. დაზიანების შეკეთება ჩაითვლება ფასიან სერვისად და საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად დაზიანებიდან გამომდინარე.
5.5. შემსრულებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს მომსახურების ღირებულება. მომსახურების ღირებულების ცვლილების შესახებ შემსურებელი ვალდებულია წინასწარ 1 (ერთი) თვით ადრე აცნობოს მეორე მხარეს მის ხელთ არსებული საკომუნიკაციო საშუალებებიერთით (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, კურიერი და სხვა).
6. ფორს – მაჟორი
6.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს მეორე მხარის წინაშე და თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან საკუთარი ვალებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების გამო, თუ ამის მიზეზი გახდა საგანგებო ხასიათის მქონე გადაულახავი ძალა, რომლის წარმოშობაზე ხელშეკრულების მონაწილე მხარეები პასუხს არ აგებენ და რომლის არსებობის ან წარმოშობის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტში არ შეეძლოთ სცოდნოდათ.
6.2. გადაულახავ ძალად ჩაითვლება შემდეგი (და არა მხოლოდ) :
♦ სტიქიური უბედურებანი (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვა, შტორმი და სხვა).
♦ გამოცხადებული ან გამოცხადებული ომი, სამოქალაქო არეულობა, ნებისმიერი სახის საომარი მოქმედებები, საგანგებო მდგომარეობა, ეპიდემიები, ბლოკადა ან ნებისმიერი ეკონომიკური ემბარგო.
♦ ხელისუფლების ნებისმიერი ერთეულის ან ხელისუფლების მიერ საამისოდ კომპეტენტურად განსაზღვრული ორგანოს გადაწყვეტილება და ისეი ნორმატიული აქტების გამოცემა, რომლებიც ზემოქმედებენ მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და ცვლიან, წყვეტენ ან აჩერებენ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებსა და პირობებს.
6.3. ფორს-მაჟორული გარემოებების წარმოშობის შესახებ მხარემ დაუყონებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის ხელთ არსებული საკომუნიკაციო საშუალებებით (ტელეფონი, ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, კურიერი და სხვა).
6.4. ფორს-მაჟორული გარემოებების შეწყვეტისთანავე ,მხარეები დაუყონებლივ აგრძელებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
6.5. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პირობებში, ვალდებულებების შესრულების პერიოდი შეჩერდება იმ დროით, რა დროსაც გასტანა ასეთმა გარემოებებმა, თუ მხარეთა შორის არ იქნა მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება. თუ მხარეები მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გაგრძელდა ერთ თვეზე მეტ ხანს, თითოეული მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება, შეწყვეტის სავარაუდო თარიღამდე აეანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით (ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებით, რომელიც მიწოდებული იქნება მხარის მიერ იმ მისამართზე, რომელიც მითითებული იქნა დამკვეთის პირველადი რეგისტრაციის დროს.
7. საზღაური მომსახურეობისათვის
7.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ყოველთვიური ღირებულება შეადგენს 50 ლარს. თანხის შეტანა უნდა მოხდეს ხელშეკრულებაში აღნიშნულ შემსრულებლის საბანკო ანგარიშზე.
7.2. შემდგომი თვის სააბონენტო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმდინარე საანგარიშო პერიოდის დასრულებისთანავე დამკვეთს შეუჩერდება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება.
7.3. სააბონენტო გადასახადის გადაუხდელობის შემტხვევაში შემსრულებელი უნარჩუნებს დამკვეთს ანგარიშის რეგისტრაციას 3 თვის განმავლობაში. წინამდებარე მუხლში მითითებული 3 თვის ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, შემსრულებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოახდინოს დამკვეთთან რეგისტრირებული ელექტრონული ბიბლიოთეკის ანგარიშის გაუქმება.
8. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები:
8.1. ხელშეკრულება ძალაში შედის ---------------------------- დან და მოქმედებს -----------------------------მდე.
8.2. თუ დამკვეთი, ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე 1 თვით ადრე მაინც არ აცნობებს კომპანიას წერილობით მისი შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულების მოქმედება გრძელდება ავტომატურად იგივე ვადით.
8.3. ხელშეკურლება შეიძლება შეწყდეს ვადაზე ადრე:
♦ შემსრულებლის მიერ ცალმხრივად, 7.3. მუხლით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ თუ დამკვეთი არ გამოასწორებს დარღვევას 10 კალენდარული დღის ვადაში.
♦ დამკვეთის მიერ ცალმხრივად, თუ შემსრულებელი არღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ამგვარი დაირღვევა გრძელდება 10 კალენდარულ დრეზე მეტ ხანს.
♦ მხარეები თანხმდებიან, რომ ეს მუხლი არ ვრცელდება ფორს-მაჟორის დროს.
8.4.ყველა ის შემთხვევა და პირობა, რომელიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით, განიხილება და გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.5. წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დამატება, ცვლილება და შესწორება იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესრულებული იქნება წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი იქნება მხარეთა უფლებამოსილი პირების მიერ, წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დანართი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
8.6 მოქმედი კანონმდებლობის ცვლილება, რომელიც ცვლის ან აუქმებს წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულებას, არ იწვევს მთლიანად ხელშერკრულების ან მისი სხვა დებულებების ბათილობას. ამ შემთხვევაში მხარეები შეეცდებიან მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან ბათილი დებულება შეცვალონ ისეთი დებულებით, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან ბათილი დებულების არსს.
8.7 წინამდებარე ხელშეკრულებულა შედგენილია ქართულ ენაზე ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, თითოეულ მხარეს გადაეცემა ხელშეკრულების თითო ეგზემპლიარი.
8.8 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ან მასთან დაკავშირებით რომელიმე მხარისთვის გასაგზავნი ნებისმიერი შეტყობინება ან მოთხოვნა გაცემული უნდა იქნას ქვემოთმითითბული რეკვიზიტების გათვალისწინებით, აღნიშნული რეკვიზიტები, აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნას ანგარიშსწორების დროს. თუ ამ ხელშეკრულების რომელიმე ნაწილით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეტყობინება ან მოთხოვნა მიწოდებულად უნდა ჩაითვალოს შეტყობინების ან მოთხოვნის მობილურის-ნომერზე ტექსტური შეტყობინების, ფაქსის ან ელ. ფოსტის საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში გაგზავნის დროს, ხოლო ფოსტის საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში – ფოსტაში განთავისუფლებიდან მე-5 დღეს, გარდა ამ შემთხვევისა როდესაც შეტყობინება ადრესატს არ ჩაბარდა.
საკონტაქტო ელექტრონული მისამართი : bibliocat.ge@gmail.com