იქმნება გუნდი და იწყებს პროექტებზე მუშაობას დაკვეთით
2014 წლის ნოემბერი
იბადება იდეა
იდეა მდგომარეობს იმაში , რომ შეიქმნეს პლათფორმა რომელიც დაეხმარება
ბიბლიოთეკას აღრიცხოს ყველა წიგნი ბაზაში და გააიოლოს მათი მართვა. საწყის ეტაპზე იგეგმება პლათფორმის გავრცელება
მხოლოდ სკოლის ბიბლიოთეკებზე
2014-2015
პროექტის მიმდინარეობა
2014 წელს იწყება პროექტის განხორციელება და სრულდება 2015 წელში
აგვისტო,2015
მზად ვართ თანამშრომლობისთვის
იწყება პროექტის გაცნობა სკოლებისთვის და მათი აქტიურად ჩართვა პროცესში
გახდით ჩვენი ისტორიის ნაწილი !
საკონტაქტო ინფორმაცია
ელექტრონული მისამართი : bibliocat.ge@gmail.com
ხელშეკრულების პირობები
1. ტერმინთა განმარტებები
“ელექტრონული ფოსტა” – ელექტრონული საფოსტო მისამართი, რომლის
საშუალებითაც ხდება მიმოწერის ორგანიზება;
“მომსახურება” – ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების პროდუქტი,
ელექტრონული ბიბლიოთეკა,რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად „შემსრულებელმა“
უნდა მიაწოდოს „დამკვეთს“.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. დამკვეთის მიმართვის საფუძველზე შემსრულებელი იღებს ვალდებულებას ,
უზრუნველყოს დამკვეთი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების პროდუქტით ,ელექტრონული
ბიბლიოთეკით.
3. მომსახურების ხარისხი
3.1. მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ საკომუნიკაციო მომსახურების შეუფერხებელი
მიწოდების უზრუნველყოფა შეიძლება იყოს შემსრულებლის კონტროლისა და შესაძლებლობების მიღმა, და
დამოუკიდებლად იყოს სხვადასხვა ინტერნეტპროვაიდერისა და ოპერატორის ტექნიკურ შესაძლებლობებზე.
4. დამკვეთის უფლება-მოვალეობანი:
4.1. დამკვეთი უფლებამოსილია შეხედულებისამებრ ისარგებლოს მომსახურებით დღე-ღამის
ნებისმიერ მონაკვეთში და გამოიყენოს იგი დანიშნულებისამებრ.
4.2. დამკვეთის მიზეზით მომხდარი ნებისმიერი დაზიანება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს
შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის მომსახურების მიწოდების შეფერხება, არ ათავისუფლებს დამკვეთს
სავარაუდო მომსახურების ღირებულების გადახდისაგან .
4.3. დამკვეთი ვალდებულია დროულად დაფაროს შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების
გადასახადი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
4.4. შემსრულებელს არ ეკისრება რაიმე სახისა თუ ფორმის პასუხისმგებლობა დამკვეთისათვის ან მესამე
პირისათვის მიყენებულ მორალურ ან ფინანსურ ზარალზე/ზიანზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი
ზიანი / ზარალი დადგა შემსრულებლის პირდაპირი ბრალეული მოქმედების შედეგად.
4.5. დამკვეთს უფლება აქვს ისარგებლოს სერვისის უფასო 60 (სამოცი) დღიანი შეჩერების უფლებით 1
(ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში.
4.6. დამკვეთს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლია დაუკავშირდეს ტექნიკურ დირექტორს
(599 955 722) და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია.
5. შემსრულებლის უფლება-მოვალეობანი:
5.1. შემსრულებელი ვალდებულია გაუწიოს დამკვეთს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება
ხელშეკრულებაში მითითებული პირობების დაცვით.
5.2. შემსრულებელი ვალებულია აღმოფხვრას დამკვეთთან წარმოშობილი ტექნიკური დაზიანება
შეტყობინებიდან 72 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩეროს მომსახურების გადასახადის
დარიცხვა.
5.3. შემსრულებელი ვალდებულია უარი განაცხადოს მომსახურების მიწოდებაზე თუ:
♦ მომსახურების მიწოდება შესაძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ფორს-მაჟორული მოვლენების გამო.
♦ დამკვეთი არ იცავს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს, მათ შორის
დროულად არ იხდის მიწოდებული მომსახურების საფასურს.
5.4. შემსრულებელი არ არის ვალდებული დამკვეთის ქმედებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში
შეაკეთოს მის სარგებლობაში არსებული პროგრამა. დაზიანების შეკეთება ჩაითვლება ფასიან სერვისად და
საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად დაზიანებიდან გამომდინარე.
6. ფორს – მაჟორი
6.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს მეორე მხარის წინაშე და
თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან საკუთარი ვალებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ
შესრულების გამო, თუ ამის მიზეზი გახდა საგანგებო ხასიათის მქონე გადაულახავი ძალა, რომლის
წარმოშობაზე ხელშეკრულების მონაწილე მხარეები პასუხს არ აგებენ და რომლის არსებობის ან წარმოშობის
შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტში არ შეეძლოთ სცოდნოდათ.
6.2. გადაულახავ ძალად ჩაითვლება შემდეგი (და არა მხოლოდ) :
♦ სტიქიური უბედურებანი (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვა, შტორმი და სხვა).
♦ გამოცხადებული ან გამოცხადებული ომი, სამოქალაქო არეულობა, ნებისმიერი სახის საომარი
მოქმედებები,
საგანგებო მდგომარეობა, ეპიდემიები, ბლოკადა ან ნებისმიერი ეკონომიკური ემბარგო.
♦ ხელისუფლების ნებისმიერი ერთეულის ან ხელისუფლების მიერ საამისოდ კომპეტენტურად განსაზღვრული
ორგანოს გადაწყვეტილება და ისეი ნორმატიული აქტების გამოცემა, რომლებიც ზემოქმედებენ მხარეების მიერ
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და ცვლიან, წყვეტენ ან აჩერებენ წინამდებარე
ხელშეკრულების დებულებებსა და პირობებს.
6.3. ფორს-მაჟორული გარემოებების წარმოშობის შესახებ მხარემ დაუყონებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს
მის ხელთ არსებული საკომუნიკაციო საშუალებებით (ტელეფონი, ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, კურიერი და სხვა).
6.5. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პირობებში, ვალდებულებების შესრულების პერიოდი
შეჩერდება იმ დროით, რა დროსაც გასტანა ასეთმა გარემოებებმა, თუ მხარეთა შორის არ იქნა მიღწეული
სხვაგვარი შეთანხმება. თუ მხარეები მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა
გაგრძელდა ერთ თვეზე მეტ ხანს, თითოეული მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე
ხელშეკრულების მოქმედება, შეწყვეტის სავარაუდო თარიღამდე აეანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე წერილობითი
შეტყობინების გაგზავნით (ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებით,
რომელიც მიწოდებული იქნება მხარის მიერ იმ მისამართზე, რომელიც მითითებული იქნა დამკვეთის
პირველადი რეგისტრაციის დროს.
7. საზღაური მომსახურეობისათვის
7.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება შეადგენს ერთჯერადად 250 ლარს, რომლის
გადახდის შემდეგ აღნიშნული პროგრამის სამართავი პარამეტრები გადაეცემა სკოლას მუდმივ საკუთრებაში,
განუსაზღვრელი ვადით სარგებლობისათვის. თანხის შეტანა უნდა მოხდეს ხელშეკრულებაში აღნიშნულ შემსრულებლის
საბანკო ანგარიშზე.
7.2.შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების თანხის (250 ლარი) გადანაწილება ორ თვეზე, თითო თვეში 125
ლარის ოდენობის თანხის გადახდით.
8. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
8.1. ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე.
საკონტაქტო ელექტრონული მისამართი : bibliocat.ge@gmail.com