597 62 41 41; 599 95 57 22 | bibliocat.ge@gmail.com

ახალი წიგნის დამატება

ამ განყოფილებიდან შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ ხდება ინვენტარიზებული წიგნების და სასკოლო სახელმძღვანელოების დამატება ბიბლიოთეკის ბაზაში


იმისათვის რომ მოვახდინოთ ახალი წიგნის დამატება,ბიბლიოთეკარის ანგარიშიდან ვირჩევთ განყოფილება " ახალი წიგნის დამატება " და ვაწვებით შესვლის ღილაკს


მიღებულ ფანჯარაში ვავსებთ შესაბამისს ველებს. აღსანიშნავია რომ, სავალდებულო ველებს წარმოადგენს :

  • საინვენტარიზაციო ნომერი
  • ავტორი
  • წიგნის დასახელება
  • კლასიფიკაცია

სანვენტარიზაციო ნომერი წარმოადგენს წიგნის უნიკალურ ნომერს, ამიტომ არ უნდა მოხდეს ამ ნომრის განმეორება, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამა ამოაგდებს გამაფრთხილებელ შეტყობინებას.

თუ გვსურს, მაგალითად მოვახდინოთ ერთი და იგივე წიგნის 4 ეგზემპლიარის შენახვა, სავალდებულო არ არის ინფორმაცია წიგნზე შევიტანოთ 4 ჯერ,საჭიროა მხოლოდ მოვახდინოთ ოთხივე წიგნის საინვენტარიზაციო ნომრის შეტანა თითო საინვენტარიზაციო ველის ზოლში.

ახალი საინვენტარიზაციო ველის დამატება ხდება მწვანე "ახალი ველის დამატება" ღილაკზე დაჭერით. თუ გვსურს ზედმეტი საინვენტარიზაციო ველის წაშლა, მაშინ ვაწვებით მის გასწვრივ წითელ "წაშლა" ღილაკს

მაგალითისათვის მოვახდინოთ კანსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოების, "მთვარის მოტაცება" -ის დარეგისტრირება ბაზაში, რომელიც გვაქვს ოთხ ეგზემპლიარად. ერთხელ ვახდენთ მხოლოდ წიგნის შესახებ ინფორმაციის შეტანას და საინვენტარიზაციო ნომრის ველში შეგვაქვს ოთხივე წიგნის უნიკალური საინვენტარიზაციო ნომერი

წიგნის ფასის შეტანისას უნდა გავითვალისწინოთ ფორმატი. მაგალითად თუ წიგნის ღირებულებაა 20 ლარი და 50 თეთრი, მაშინ ფასის განყოფილებაში ვწერთ 20.50 , ისე, როგორც მაგალითზეა ნაჩვენები

წიგნის შესანახად ვაწვებით გვერდის ბოლოში არსებულ მწვანე " შენახვა " ღილაკს. თუ ველები სათანადოს არის შევსებული მივიღებთ შეტყობინებას "ახალი წიგნის დამატება წარმატებით განხორციელდა "