ამ განყოფილებიდან შეგიძლიათ ნახოთ როგორ ხდება მომხმარებლის მიერ წიგნების დაჯავშნა, დაჯავშნილი წიგნების დათვალიერება და მათი გაცემა მომხმარებელზე
იმისათვის რომ მოხდეს წიგნის დაჯავშნა ინტერნეტიდან, მოსწავლე ახდენს შესვლას შემდეგ მისამართზე bibliocat.ge, სადაც ირჩევს ღილაკს "სკოლები" მიღებულ საძიებო ველში წერს მისი სკოლის დასახელებას და აწვება ისრის ფორმის ღილაკს
მიღებულ ფანჯარაში გამოჩნდება სკოლის დასახელება (1), ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველი (ვისაც ექნება ყველაზე მეტი წიგნი წაკითხული და დაბრუნებული (2)), შეუძლია ნახოს ინფორმაცია სკოლის შესახებ (3), როგორიცაა დევიზი, სკოლის შესახებ, მისამართი, ტელეფონი, ელ-ფოსტა და სკოლის ლოგო
იმისათვის რომ მოსწავლემ მოიძიოს სასურველი წიგნი მან უნდა გადართოს ძებნის ღილაკზე და საძიებო ველში მოძებნოს სასურველი წიგნი. წიგნის ძებნა ხორციელდება წიგნის ავტორის ან სათაურის მიხედვით
წიგნზე სრული ინფორმაციის მისაღებად აჭერს საინფორმაციო ღილაკს
მოძებნილი წიგნის კალათაში ჩასამატებლად აწვება ღილაკს " წიგნის დამატება "
რის შემდეგაც წიგნი აღმოჩნდება გასატან წიგნთა ჩამონათვალში"
თუ მოსწავლეს მოუნდება სხვა წიგნის დამატება გასატან წიგნთა ჩამონათვალში, კვლავ გადართავს საძიებო ღილაკზე და იმეორებს წიგნის ძებნის იგივე პროცედურას
როგორც ვხედავთ გასატან წიგნთა ჩამონათვალში მოსწავლეს დაგროვებული აქვს ორი წიგნი
თუ სურს რომელიმე წიგნის ამოშლა სიიდან აჭერს წაშლის ღილაკს
თუ სურს დაჯავშნის პროცედურის გაუქმება აჭერს გაუქმების ღილაკს
ხოლო თუ სურს დაჯავშნის პროცედურის დასრულება "წიგნების დაჯავშნა" ღილაკის ველში შეყავს ის საერზერვაციო კოდი, რომელიც მიენიჭა მას ბიბლიოთეკაში რეგისტრაციისას და წარმოადგენს მის პირადობის ნომერს, რის შემდეგაც აწვება ღილაკს " წიგნების დაჯავშნა"
თუ სარეზერვაციო კოდი სწორად არის შეყვანილი, მოსწავლე მიიღებს შემდეგი სახის შეტყობინებას
იმისათვის რომ ვნახოთ მოსწავლის მიერ ინტერნეტიდან დაჯავშნილი წიგნები, ბიბლიოთეკარის ანგარიშში ვირჩევთ განყოფილება " დაჯავშნილი წიგნები " და ვაწვებით შესვლის ღილაკს
მიღებულ ფანჯარაში გამოჩნდება ყველა იმ მოსწავლის ჩამონათვალი რომელთაც დაჯავშნილი აქვთ ინტერნეტიდან წიგნები
დაჯავშნილ წიგნებზე სრული ინფორმაციის მისაღებად ვაწვებით მოსწავლის გასწვრივ არსებულ ძებნის ღილაკს
მიღებულ ფანჯარაში გამოჩნდება სრული ინფორმაცია მოსწავლეზე და გასატან წიგნთა ჩამონათვალი
ბიბლიოთეკარი ირჩევს იმ საინვენტარიზაციო ნომრის წიგნებს რომელიც მოცემულია წიგნის ნომრის სვეტში (1), აუცილებლად უთითებს წიგნის დაბრუნების თარიღს (2) და აწვება ღილაკს "წიგნის გატანა"
თუ დაბრუნების თარიღი სწორად არის მითითებული მივიღებთ შეტყობინებას " წიგნის გაცემა მომხმარებელზე წარმატებით განხორციელდა"