ამ განყოფილებიდან შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ ხდება ინვენტარიზებული წიგნების და სასკოლო სახელმძღვანელოების მოძებნა, რედაქტირება და ბაზაში უკვე არსებულ წიგნის ეგზემპლიარზე დამატება
იმისათვის რომ მოვახდინოთ ბაზაში დარეგისტრირებული წიგნის ძებნა ,ბიბლიოთეკარის ანგარიშიდან ვირჩევთ განყოფილება "წიგნის ძებნა" და ვაწვებით შესვლის ღილაკს
მიღებულ ფანჯარაში, საძეიბო ველში ვახდენთ იმ წიგნის მონაცემების შეტანას რისი მოძებნაც გვინდა. აღსანიშნავია რომ წიგნის ძებნა ხდება : წიგნის ავტორის, წიგნის დასახელების, კლასიფიკაციის და საინვენტარიზაციო ნომრის მიხედვით
მაგალითისათვის მოვახდინოთ ჩვენს მიერ მაგალითში დარეგისტრირებული წიგნის ძებნა. საძიებო ზოლში ვკრიბავთ "კონსტანტინე გამსახურდია" , რის შემდეგ მივიღებთ ინფორმაციას დარეგისტრირებულ წიგნზე
განყოფილებაში "ერთეულის რაოდენობა" პირველი ციფრი გვიჩვენებს ხელმისაწვდომ წიგნთა რაოდენობას, ანუ რამდენი წიგნია ხელმისაწვდომი ამ მომენტისათვის, ხოლო მეორე ციფრი გვიჩვენებს, სულ დარეგისტრირებულ წიგნების რაოდენობას.
წიგნზე სრული ინფორმაციის მისაღებად ვაწვებით წიგნის გასწვრივ არსებულ საინფორმაციო ღილაკს . მივიღებთ სრულ ინფორმაციას დარეგისტრირებულ წიგნზე
წიგნის მონაცემების რედაქტირებისათვის ვაწვებით წიგნის გასწვრივ არსებულ რედაქტირების ღილაკს
მიღებულ ფანჯარაში ვახდენთ წიგნის მონაცემების რედაქტირებას
ამავე განყოფილებაში ხდება უკვე დარეგისტრირებული წიგნების ეგზემპლიარების დამატება
მაგალითად, თუ გარკველი ხნის შემდეგ საჭირო გახდა კონსტანტინე გამსახურდიას იგივე წიგნის ორი ეგზემპლიარის დამატება ბიბლიოთეკის ბაზაში, საჭიროა მხოლოდ დაემატოს ორი ახალი საინვენტარიზაციო ველი და თითოეულ ველში მოვახდინოთ ამ წიგნების უნიკალური საინვენტარიზაციო ნომრების შეტანა.(ახალი ველის დამატება ხდება "ახალი ველის დამატება" ღილაკზე დაჭერით). ისე როგორც მაგალითზეა ნაჩვენები
წიგნის პარამეტრების რედაქტირებისათვის ვაწვებით გვერდის ბოლოში არსებულ მწვანე "შენახვა" ღილაკს. თუ ველები სათანადოს არის შევსებული მივიღებთ შეტყობინებას "წიგნის რედაქტირება წარმატებით განხორციელდა"
წიგნის წასაშლელად ვაწვებით წიგნის გასწვრივ არსებულ წაშლის ღილაკს
გამოსულ ფანჯარაში მივუთითებთ წიგნის საინვენტარიზაციო ნომერს რომლის წაშლასაც ვაპირებთ (1), ვწერთ აქტის ნომერს (2), ვუთითებთ აქტის შედგენის თარიღს (3) და ვაწვებით ღილაკს " დიახ ". თუ ველები სათანადოს არის შევსებული მივიღებთ შეტყობინებას " წიგნის წაშლა აქტის შედგენით წარმატებით განხორციელდა "
თუ გვსურს წიგნის წაშლა აქტის შედგენის გარეშე, გამოსულ ფანჯარაში მივუთითებთ წიგნის საინვენტარიზაციო ნომერს რომლის წაშლასაც ვაპირებთ (1), მოვნიშნავთ ღილაკს " წიგნის წაშლა აქტის შედგენის გარეშე " (2), და ვაწვებით ღილაკს " დიახ "
მივიღებთ შეტყობინებას " წიგნის წაშლა აქტის შედგენის გარეშე წარმატებით განხორციელდა "
წაშლილი წიგნების ძებნა ხდება ბიბლიოთეკარის ანგარიშში," წაშლილი წიგნების " განყოფილებიდან"