597 62 41 41; 599 95 57 22 | bibliocat.ge@gmail.com

დავალიანებები

ამ განყოფილებიდან შეგიძლიათ ნახოთ როგორ ხდება დავალიანებული და გატანილი წიგნების მოძებნა და მათი მართვა


იმისათვის რომ მოვახდინოთ დავალიანებული მომხმარებლების ნახვა ,ბიბლიოთეკარის ანგარიშიდან ვირჩევთ განყოფილება " დავალიანებები " და ვაწვებით შესვლის ღილაკს


თუ ბიბლიოთეკაში რომელი მოსწავლეს გააჩნია დავალიანება წიგნზე, მაშინ მივიღებთ სურათს, სადაც დავალიანებული მოსწავლის მონაცემები გამოჩნდება წითელი ფერით (მაგ 1), ხოლო სვეტებში "წიგნების რაოდენობა" და " დავალიანება " (მაგ 2), ჩანს თუ რამდენი წიგნი აქვს მოსწავლეს გატანილი და აქედან რამდენი აქვს დავალიანებული.

ამ კონკრეტული შემთხვევისათვის გიორგი გიორგაძეს სულ გატანილი აქვს 2 წიგნი და აქედან ერთი წიგნი აქვს დავალიანებაში

იმისათვის ვნახოთ სრული ინფორმაცია გიორგის მიერ გატანილ წიგნებზე, ვაწვებით ღილაკს " გატანილი წიგნები" (მაგ 3)


როგორც (1) მაგალითზე ჩანს პირველ წიგნს გადაცილება აქვს 3 დღე, ხოლო მეორე წიგნის დაბრუნებამდე დარჩა ორი დღე

ბიბლიოთეკარს შეუძლია თავის შეხედულებისამებრ გადაუვადოს მოსწავლეს წიგნის დაბრუნების თარიღი, ამისათვის ის "გადავადება" სვეტში (მაგ 2) უთითებს ახალ დაბრუნების თარიღს და აწვება მწვანე ღილაკს


მივიღებთ შემდეგ შედეგს : პირველი წიგნის დაბრუნებამდე დარჩა 6 ხოლო , მეორე წიგნის დაბრუნებამდე დარჩა 2 დღე. შესაბამისად აღნიშნულ მოსწავლეს წიგნების დავალიანება აღარ უფიქსირდება


როგორც უკვე ავღნიშნეთ, განყოფილება " დავალიანებები " შეგვიძლია არა მარტო დავალიანებული , არამედ გატანილი (დაუვალიანებელი) წიგნების ძებნა

ამისათვის, ბიბლიოთეკარის ანგარიშიდან კვლავ ვირჩევთ განყოფილება " დავალიანებები " და ვაწვებით შესვლის ღილაკს


მიღებულ საძიებო ზოლში შეგვიძლია მოსწავლის მოძებნა სახელის, გვარის ან კლასის მიხედვით,

ვინაიდან ბიბლიოთეკარს შეიძლება არ ახსოვდეს ყველა იმ მოსწავლის სახელი და გვარი ვისაც გატანილი აქვს წიგნები , უფრო მოსახერხებელია კლასის მიხედვით მოსწავლის ძებნა


ამისათვის საძიებო ველში, რომაული სიმბოლოებით ვწერთ კლასს, მაგალითად VI, მივიღებთ კონკრეტულ კლასში მოსწავლის მონაცემებს რომელსაც გატანილი აქვს წიგნები.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად წიგნების სვეტში ვაწვებით " გატანილ წიგნები " ღილაკს, რითაც მივიღებთ სრულ ინფორმაციას გატანილ წიგნზე