ამ განყოფილებიდან შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ ხდება ინვენტარიზებული წიგნების და სასკოლო სახელმძღვანელოების გაცემა ბიბლიოთეკაში დარეგისტრირებულ მომხმარებელზე
იმისათვის რომ მოვახდინოთ წიგნების გაცემა ბიბლიოთეკაში დარეგისტრირებულ მომხმარებელზე, ბიბლიოთეკარის ანგარიშიდან ვირჩევთ განყოფილება წიგნების გატანა და ვაწვებით შესვლის ღილაკს
წიგნის გაცემა მომხმარებელზე მოიცავს სამ ეტაპს.
პირველ ეტაპზე ხდება ბიბლიოთეკაში დარეგისტრირებული მომხმარებლის მოძებნა.
საძიებო ზოლში ვკრიბავთ მომხმარებლის სახელს ან გვარს და მოძებნილი მომხმარებლის გასწვრივ ვაწვებით ღილაკს "შემდეგი ნაბიჯი "
მეორე ეტაპზე, საძიებო ზოლში ვეძებთ იმ წიგნს რომლის გაცემაც გვსურს მომხმარებელზე
საძიებო ზოლში ვკრიბავთ წიგნის დასახელებას , ან ავტორს , მაგალითად "კონსტანტინე გამსახურდია" და მოძებნილი წიგნის გასწვრივ ვაწვებით ღილაკს "წიგნის დამატება"
P.S. თუ მოძებნილი წიგნის გასწვრივ პარარელურად გამოჩნდა ყვითელი და წითელი ღილაკები, შესაბამისი სახელებით " დაჯავშნილი " ან " გატანილი ", , ეს ნიშნავს რომ აღნიშნული წიგნის რომელიმე ეგზემპლიარი დაჯავშნილია ან გატანილია მომხმარებლის მიერ. მათზე ინფორმაციის გაგება შესაძლებელია შესაბამის ღილაკებზე ხელის დაჭერით
ამ შემთხვევაში ვირჩევთ ღილაკს "წიგნის დამატება", რათა მოვახდინოთ აღნიშნული წიგნის მიბმა მომხმარებელზე
გამოვა ფანჯარა სადაც ჩანს ინფორმაცია მომხმარებელზე (1), და წიგნების ჩამონათვალი რის გატანასაც აპირებს აღნიშნული მომხმარებელი (2).
თუ გვსურს მომხმარებელს გავატანოთ კიდევ ერთი წიგნი, ვაწვებით ღილაკს " წიგნის დამატება " რის შემდეგადაც ავტომატურად გადავალთ წიგნის საძიებო ველში და მოვძებნით სასურველ წიგნს .
მაგალითისათვის მოვძებნოთ იაკობ გოგებაშვილის "დედა-ენა" და დავაწვეთ ღილაკს "წიგნის დამატება"
კვლავ მივიღებთ ინფორმაციას მომხმარებელზე, რომელსაც გააქვს წიგნები და ამჯერად გასატან წიგნთა სიაში გამოჩნდება ორი გასატანი წიგნის ჩამონათვალი
თუ გვსურს რომელიმე წიგნის ამოშლა გასატან წიგნთა სიიდან, ვირჩევთ წიგნის გასწვრივ არსებულ წაშლის ღილაკს
თუ გვსურს წიგნის გატანის პროცედურის გაუქმება, მაშინ ვაწვებით ღილაკს " გაუქმება "
მომხმარებელზე წიგნის გასაცემად არ უნდა დაგვავიწყდეს წიგნის საინვენტარიზაციო ნომრის (1) და დაბრუნების თარიღის (2) მითითება, რის შემდეგაც ვაწვებით ღილაკს "წიგნის გატანა"
თუ ველები სათანადოს არის შევსებული მივიღებთ შეტყობინებას "წიგნის გაცემა მომხმარებელზე წარმატებით განხორციელდა"