597 62 41 41; 599 95 57 22 | bibliocat.ge@gmail.com

წიგნის გატანა

ამ განყოფილებიდან შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ ხდება ინვენტარიზებული წიგნების და სასკოლო სახელმძღვანელოების გაცემა ბიბლიოთეკაში დარეგისტრირებულ მომხმარებელზე


იმისათვის რომ მოვახდინოთ წიგნების გაცემა ბიბლიოთეკაში დარეგისტრირებულ მომხმარებელზე, ბიბლიოთეკარის ანგარიშიდან ვირჩევთ განყოფილება წიგნების გატანა და ვაწვებით შესვლის ღილაკს


გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ ღილაკს სასკოლო წიგნები .

წიგნის გაცემა მასწავლებელზე მოიცავს სამ ეტაპს.

პირველ ეტაპზე ხდება ბიბლიოთეკაში დარეგისტრირებული მასწავლებლის მოძებნა.

საძიებო ზოლში ვკრიბავთ მომხმარებლის სახელს ან გვარს და მოძებნილი მომხმარებლის გასწვრივ ვაწვებით ღილაკს "შემდეგი ნაბიჯი "


მეორე ეტაპზე, საძიებო ზოლში ვეძებთ იმ წიგნს რომლის გაცემაც გვსურს მომხმარებელზე

საძიებო ზოლში ვკრიბავთ წიგნის დასახელებას , ან ავტორს , მაგალითად იაკობ გოგებაშვილი და მოძებნილი წიგნის გასწვრივ ვაწვებით ღილაკს "წიგნის დამატება"


გამოვა ფანჯარა სადაც ჩანს ინფორმაცია მომხმარებელზე და წიგნების ჩამონათვალი რის გატანასაც აპირებს აღნიშნული მომხმარებელი

თუ გვსურს მომხმარებელს გავატანოთ კიდევ ერთი წიგნი, ვაწვებით ღილაკს " წიგნის დამატება " რის შემდეგადაც ავტომატურად გადავალთ წიგნის საძიებო ველში და მოვძებნით სასურველ წიგნს .

სვეტში გასაცემი რაოდენობა, შესაბამის ველებში ვწერთ იმ წიგნების და რვეულების რაოდენობას რომელთა გაცემას ვაპირებთ და ვაწვებიღ ღილაკს "წიგნების გატანა"

თუ ველები სათანადოს არის შევსებული მივიღებთ შეტყობინებას "წიგნის გაცემა მომხმარებელზე წარმატებით განხორციელდა"